ჯამი:
0₾
საგარდერობე სივრცეების მოწყობაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ამას განაპირობებს მისი პრაქტიკულობა და ამასთან ერთად, იგი ინტერიერის მნიშვნელოვანი ნაწილიც კი გახდა.
დამოკიდებელი საგარდერობე ოთახის არსებობა საძინებელ ოთახს ზედმეტი ავეჯისგან ათავისუფლებს, რაც საშუალებას გვაძლევს საძინებელი უფრო ნათელი და კომფორტული გავხადოთ.
საგარდერობე ოთახში ხშირად აწყობენ აქსესუარებისა და სამკაულებისა შესანახ კუთხეების, ასევე, სივრცეს და მაკიაჟისა და თავის მოსაწესრიგებლად.
მოთხოვნიდან გამომიდინარე დიზაინერები კიდევ უფრო მეტად ფიქრობენ, რა ფუნქციური დატვირთვა შეიძლება შეიძინოს საგარდერობე ოთახმა.
ჩვენ მოგცემთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ საგარდერობე ოთახის უფრო კრეატიულად და პრაქტიკულად მოწყობაში.
• შეარჩიეთ ნათელი ფერები - ეს სივრცეს კიდევ უფრო დიდს გამოჩენს.
• სივრცესთან ერთად, ღია ტონები ფერთა აღქმას უფრო რეალურს გახდის.
• გამოიყენეთ სხვადასხვა ზომის რამდენიმე სარკე. მათ შორის ე.წ. ტრილიაჟის სარკე, რომელსაც უმჯობესია, ნეიტრალური ფერის დამატებითი განათება დატვირთოთ. ეს დაგეხმარებათ მაკიაჟი უფრო კომფორტულად და პრაქტიკულად გაკეთებაში.
საგარდერობე ოტახში აუცილებლად დადგით სარკე, რომელშიც მთლიანად შეძლებთ საკუთარი თავისა და სამოსის დანახვას.
• კარადები დაყავით ზონებად - მაისურების, პიჯაკების, კაბების, შარვლებისა და ძირითადი სამოსისთვის.
• გამოყავით ცალკე უჯრები ჰალსტუხების, ქამრებისა და ნაჭრის სხვა აქსესუარების შესანახად.
• დამოუკიდებელ სივრცედ აქციეთ სეზონური სამოსის შესანახი კუთხე.
• გამოიყენეთ ლიტენ თრის ჭკვიანი მოძრავი მექანიზმები, რომელიც თქვენს სამოსს დაზიანებისგან და ნაკეცების გაჩენისგან დაიცავს.
• ცალკე გამოყავით სივრცე ფეხსაცმელებისთვის და მათი შესანახი ყუთებისთვის.
• ცალკე სივრცე დაგჭირდებათ, ასევე, აქსესუარების, ჩანთებისა და სამკაულებისთვის.
სამკაულებისთვის გირჩევთ საგარდერობე ოთახის შუაგულში ე.წ. „კუნძულის“ სტილის სადგამს, რომელსაც დამატებითი უჯრები და შემინული ზედაპირი ექნება.
• გახსოვდეთ, ქუდები ყოველთვის საპატიო ადგილს იმსახურებენ.
• თუ ოთახის ზომა ამის საშუალებას გაძლევთ, რბილი სავარძლისა და პუფის დადგმა თქვენს გარდერობს კიდევ უფრო დახვეწილს გახდის.
• კარადებისთვის შეარჩიეთ შემინული ფასადები, რომელიც საშუალებას მოგცემთ მარტივად დაინახოთ შიდა განლაგება და ყველაზე მნიშვნელოვანი, შემინული ფასადები თქვენს სამოსს და აქსესუარებს დაიცავს ზედმეტი მტვრისგან.
• ბოლოს - არ დაგავიწყდეთ სენსორული განათება. მისი დამსახურებით საგარდერობე ოთახში შესვლისთანავე სისტემა ავტომატურად აღიქვამს თქვენს მოძრაობას და აღარ დაგჭირდებათ ზედმეტი ძალისხმევა და მოწყობილობები შუქის ასანთებად.