FAQ

რა არის Litten Tree?

Litten Tree არის ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანია 6 წლიანი გამოცდილებით. 

ჩვენთან მზადდება დახვეწილი დიზაინითა და უმაღლესი ხარისხით წარმოებული ავეჯი ინტერიერისთვის.

ჩვენი შოურუმი მდებარეობს თ. ერისთავის ქუჩაზე, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ უკვე მზა პრემიუმ კლასის ავეჯი ან შეუკვეთოთ ინდივიდუალური თქვენი დიზაინით. 

როგორ შევუკვეთო?

ვებ გვერდზე littentree.ge პროდუქციის შესაკვეთად ეწვიეთ თვენთვის სასურველი ნივთის გვერდს, შეარჩიეთ ნივთი, რაოდენობა და დაამატეთ კალათში. კალათში დამატებული ნივთების სანახავად დააწკაპუნეთ ვებ გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში განთავსებულ შესაბამის აიქონს, სადაც გამოჩნდება თქვენს მიერ შერჩეული ნივთების სრული სია. დარწმუნდით, რომ ყველა ნივთი და მათი რაოდენობა სწორად არის მონიშნული, შემდეგ დააწკაპეთ ღილაკს „შეკვეთა“. 

ეკრანზე გამოვა შესავსები ფორმა, რომელიც საჭიროა თქვენი შეკვეთისა და პირადი მონაცემების დასადასტურებლად. 

ფორმის შევსების შემდგომ დააწკაპეთ ღილაკს „დადასტურება“, რის შემდეგაც მონიტორზე გამოჩნდება წარწერა - „თქვენი შეკვეთა წარმატებით გაიგზავნა“. 

შეკვეთის დადასტურების შესახებ წერილს, ასევე, მიიღებთ თქვენს მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე. 

რა ხდება მას შემდეგ, რაც ვებ გვერდზე შეკვეთას გავაკეთებ?

ვებ გვერდიდან შეკვეთის გაგზავნის შემდეგ დაგიკავშირდებათ Litten Tree-ს წარმომადგენელი, რომელიც თქვენთან ერთად დააზუსტებს შეკვეთის დეტალებს და შეკვეთის დროს დაფიქსირებულ ელ. ფოსტაზე გამოგიგზავნით შესაბამის ინვოისს. 

როგორ ხდება შეკვეთილი ნივთის/ნივთების თანხის გადახდა?

ვებ გვერდიდან შეკვეთილი ნივთის/ნივთების ღირებულების გადახდა შესაძლებელია საბანკო გადმორიცხვის საშუალებით. 

გადარიცხვასთან დაკავშირებული დეტალები მოცემული იქნება ინვოისში, რომელსაც მიიღებთ შეკვეთის დროს დაფიქსირებული ელ. ფოსტის მეშვეობით.

რა არის ადგილზე მიტანის ღირებულება?

შეკვეთის ადგილზე მიტანის ღირებულება განისაზღვრება ტერიტორიის გათვალისწინებით, ინდივიდუალურად. აღნიშნული ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ Litten Tree-ს წარმომადგენელთან. 

როგორ ვიქცევი თუ შეკვეთა მივიღე და ვნახე, რომ დაზიანებულია?

შეკვეთის მიღებისას, ადგილზე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში და დაუყოვლებლივ აცნობეთ Litten Tree-ს წარმომადგენელს აღნიშნულის შესახებ. ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად მცირე დროსა და გონივრულ ვადაში აღმოვფხვრათ ხარვეზი. 

გაქვთ თუ არა საგარანტიო პირობები? 

Litten Tree-ში წარმოებულ პროდუქციაზე ვრცელდება 2 წლიანი გარანტია. 

გარანტია ვრცელდება ავეჯის იმ ნაწილზე, რომელიც გამოწვეულია ტექნიკური წუნით.

როგორ დაგიკავშირდეთ ინდივიდუალურ შეკვეთებთან დაკავშირებით?

ინდივიდუალურ შეკვეთებთან დაკავშირებით კონსულტაციის გასავლელად და მომსახურების მიღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 71 23 23 ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: order@littentree.ge