სტუდიოს ტიპის ბინა - რჩევები და რეკომენდაციები სამზარეულოს ავეჯის შესარჩევად

img

ბოლო წლებში სტუდიოს ტიპის საცხოვრებელი ბინები საკმაოდ პოპულარული გახდა.

სივრცის დაზოგვის მიზნით სამზარეულო და მისაღები ოთახის ზონები ერთ სივრცეშია მოქცეული. 

სივრცის ამგვარი განაწილება ინტერიერის დიზაინერებს ახალი ამოცანის წინაშე აყენებს. დღის წესრიგში დგება  ინტერიერის ისე დაყოფა, რომ სამზარეულო და მისაღები ოთახის ზონები დამოუკიდებელ ნაწილებს ქმნიდნეს.

წარმოგიდგენთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ სტუდიოს ტიპის ბინაში სამზარეულო და მისარები ოთახის სივრცეების ინტერიერის შერჩევასა და მის მოწყობაში: 

• მისაღები და სამზარეულოს ზონები გამოყავით დეკორატიული ტიხარით. ეს სივრცეს ზონებად დაყოფაში დაგეხმარებათ. 

• დეკორატული ტიხარი შეიძლება დაამზადებინოთ მისაღები ოთახის ან სამზარეულოს სივრცეში გამოყენებული ავეჯის მასალისგან, რომელიც ინტერიერში ერთ მთლიანობას შექმნის. 

• შეაჩიეთ ღია პასტელური ფერები, რაც სივრცეს უფრო დიდს გამოჩენს.

• ეცადეთ, ფერთა გამა ისე შეარჩიოთ, რომ არსებულ ორ სივრცეს შორის კონტრასტი შეიქმნას. 

• ჭრელი და კონტრასტული ფერებით გამოყავით დეკორატიული ნაწილები.

• სახელურებში გამოიყენეთ მეტალის დეტალები.

• უპირატესობა მიანიჭეთ შეღებილ MDF-ს. ეს თქვენს სამზარეულოს განსხვავებულს და ორიგინალურს გახდის. ამასთან, ლითენ თრიში სამზარეულოს თქვენთვის სასურველი ფერის მასალით დაგიმზადებთ.

• კარადებში დატოვეთ გამოყავით ღია ადგილები ღვინის ბოთლების, დეკორაციებისა და გამწვანებისთვის. 

• ინტერიერის გასახალისებლად, ღია თაროებზე შემოდგით მწვანე მცენარეები ჩამოშლილი ფოთლებითა და ღეროებით. 

• შეარჩიეთ პატარა ზომის მრგვალი ან ოვალური მაგიდა, რომელსაც გაშლისა და გადიდების ფუნქცია ექნება.

• სამზარეულოს წინ განათავსეთ მინი კუნძული, რომლის შიდა მხარეს დამატებითი სათავსოს ფუნქციით გამოიყენებთ, ხოლო კუნძულის წინ მაღალი სკამების დადგმა ინტერიერს კიდევ უფრო გაალამაზებს და სივრცის უფრო პრაქტიკულად გამოყენების შესაძელობას მოგცემთ.   

• აირჩიეთ მინიმალიზმი. გადატვირთული დეტალები სივრცეს აპატარავებს. 

• ეცადეთ სამზარეულოს ზედაპირიც ღია ტონებში შეარჩიოთ.

• წინასწარ გათვალეთ კარადების განლაგება და დაყავით საჭირობების მიხედვით.

• გამოიყენეთ ჩასაშენებელი ტექნიკა.

• თუ ვინტაჟური სტილი მოგწონთ, დაიმახსოვრეთ, სამზარეულოს შერჩევისას მინები მნიშვნელოვან როლს თამაშობს.